ლინუქსის საინსტალაციო ფლეშ-კარტის მოსამზადებლად ლინუქსის დისტრიბუციის საინსტალაციო (.iso-დაბოლოებიანი) ფაილის ფლეშ-კარტაზე უბრალოდ "ჩაწერა" საკმარისი არ არის - ჩაწერა უნდა მოხდეს ისე, რომ ფლეშ-კარტა გახდეს "ჩატვირთვადი" (bootable). ამისთვის გვჭირდება პროგრამა, რომელსაც შეუძლია USB დისკზე შექმნას disk image.
"ჩატვირთვადი" ფლეშ-კარტის მოსამზადებლად ძალიან მოსახერხებელი პროგრამაა UNetbootin. პროგრამა უფასოა, შესაძლებელია მისი თავისუფლად ჩამოტვირთვა და დაყენება (ვებ-გვერდზე აღწერილია დაყენების ინსტრუქცია). მისი გამოყენება შეიძლება როგორც ლინუქსიდან, ასევე ვინდოუსიდან და მაკიდან. მუშაობს ძალიან სწრაფად და ეფექტურად.
ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ: ფლეშ-კარტის ზომა უნდა იყოს 1GB ან მეტი. და ფლეშ-კარტა უნდა იყოს ცარიელი.
კიდევ ერთი ნიუანსი: Unetbootin-ს ლინუქსში "დაყენება" ან დაინსტალირება არ სჭირდება. უბრალოდ მოძებნით ფაილების მენეჯერში ჩამოტვირთულ ფაილს, გახდით მას გაშვებადს (executable) _ ამისთვის დაწკაპავთ ფაილის გამოსახულებაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით, გახსნილ მენიუში აირჩევთ Properties, გაიხსნება ფანჯარა, სადაც გადახვალთ Permissions ჩანართზე და აირჩევთ Execute ან Allow this file to run as a program.
იგივე შეიძლება გაკეთდეს ტერმინალის საშუალებითაც: გახსენით ტერმინალი, გადადით იმ დირექტორიაში, სადაც ჩამოტვირთეთ Unetbootin და მიეცით ბრძანება
chmod +x filename
(აქ filename-ს მაგივრად უნდა ჩაწეროთ ჩამოტვირთული Unetbootin ფაილის სრული დასახელება)
ამის შემდეგ ფაილების მეჯენერში ფაილის გამოსახულებაზე მაუსის მარცხენა ღილაკის ორჯერ დაჭერით ფაილი უნდა გაეშვას (კომპიუტერი მოგთხოვთ თქვენს პაროლს). გაიხსნება Unetbootin-ის "ფანჯარა" სადაც მიუთითებთ, რისი ჩაწერა გინდათ USB კარტაზე.

No comments:
Post a Comment