Wednesday, April 13, 2011

ქართულად წერა ლინუქსში

ლინუქსში ძალიან ადვილია ახალი ფონტების დაყენება:

ქართული ფონტების დასაყენებლად შედით www.fonts.ge საიტზე, ჩამოტვირთეთ სასურველი ფონტი.

ამის შემდეგ ფაილების მენეჯერის (File manager) ან  ტერმინალის საშუალებით (იხ. ეს პოსტი და ეს გვერდი) შეამოწმეთ, არსებობს თუ არა /home/username დირექტორიაში (სადაც username-ს მაგივრად თქვენი სახელი უნდა იყოს) ან /usr/share დირექტორიაში ქვედირექტორია დასახელებით fonts ან .fonts (წერტილი დასახელების შემადგენელი ნაწილია). გაითვალისწინეთ, რომ ლინუქსში ნებისმიერი ფაილი ან დირექტორია, რომლის დასახელება წერტილით იწყება დამალული ფაილი ან დამალული დირექტორიაა. მის სანახავად ფაილების მენეჯერი უნდა გადაიყვანოთ რეჟიმში Show hidden, ტერმინალს კი უნდა მისცეთ ბრძანება

ls -a

თუ აღმოჩნდა, რომ თქვენს ლინუქსში უკვე არსებობს /home/username/.fonts დირექტორია (სადაც username-ს მაგივრად თქვენი სახელია) ან/usr/share/fonts  დირექტორია, მაშინ უბრალოდ გადაიტანეთ ჩამოტვირთული ფონტები რომელიმე ამ დირექტორიაში.  გადატვირთეთ კომპიუტერი და ლინუქსი ახალ ფონტებს ჩვეულებრივად აღიქვამს.

ბუნებრივია, ასევე დაყენდება ნებისმიერი სხვა (არაქართული) ფონტიც.

თუმცა ალბათ იცით, რომ ttf ფონტებით შეუძლებელია ქართულად წერა ინტერნეტ-საიტებზე ან ჩატში. ამისთვის საჭიროა ის, რასაც ვინდოუსში "ახალი ენის არჩევა" ქვია. ლინუქსი ამ ოპერატიას ეძახის "კლავიატურის განლაგების შეცვლას" (change keyboard layout). მოძებნეთ მენიუებში ასეთი ოპცია და აირჩიეთ ქართული ენა - პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ლინუქსი ქართულს იცნობს (ზოგიერთ მათგანში მენიუების ქართული ვარიანტებიც არსებობს უკვე).

თუ აღმოჩნდა, რომ თქვენს ლინუქსს არ აქვს კლავიატურის ერთი ენიდან მეორეზე გადართვის შესაძლებლობა (ეს როგორც წესი ლინუქსის მცირე დისტრიბუციებს სჭირთ), მაშინ შედით ტერმინალში და აკრიფეთ ასეთი ბრძანება:

setxkbmap -option grp:ctrl_shift_toggle gb,ge,ru

და დააჭირეთ Enter კლავიშს. გამოდით ტერმინალიდან.

ამის შემდეგ თქვენს კლავიატურაზე Ctrl და Shift კლავიშის ერთდროულად დაჭერისას ენა გადაირთვება ინგლისურიდან (gb) რუსულზე (ru), შემდეგი დაჭერისას - ქართულზე (ge), შემდეგი დაჭერისას - ისევ ინგლისურზე და ა.შ.

სამწუხაროდ კომპიუტერის გადატვირთვისას ეს თვისება გაქრება. ასე რომ ზემოთ მოყვანილი ბრძანება კომპიუტერის ყოველ ჩართაზე ტერმინალში ხელახლა უნდა შეიყვანოთ.

1 comment:

  1. საქართველოშში ფართოდ გავრცელებულ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრმა "ორისი" იყენებს თავის განსხვავებულ უნიკოდს (კლავიატურას) რომელი FI ინიციალით დგება ვინდოუსზე. ინსტალაცია შეასრულა მაგრამ ენების ჩამონათვალში ვერ ამატებს, როგორც წესი Finnish (Finland) პაკეტზე ააქტიურებს ხოლმე, ჩემს უბუნტუში არ ჩანს რამე ვერსია ხომ არ გაქვთ, რომ დამეხმაროთ? :) წინასწარ მადლობა.

    ReplyDelete