პაკეტების მენეჯერები არის სპეციალური პროგრამები ლინუქსში, რომელიც საშუალებას გაძლევთ ლინუქსის ინტერნეტ-საწყობებიდან ("რეპოზიტორებიდან", repositories) ამოირჩიოთ და იოლად დაიყენოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა.
ლინუქსის სხვადასხვა ვერსიები სხვადასხვა პაკეტების მენეჯერს იყენებს. დებიანი და აბანტუ იყენებს ე.წ. "სინაპტიკს" ანუ Synaptic Package Manager-ს. ფედორა და რედ ჰატი იყენებს Yum-ს ან PackageKit-ს. ეს პროგრამები სპეციალურად აგებულია ისე, რომ მომხმარებელი ინტუიციურად იოლად მიხვდეს მისი მოხმარების წესს. ასე რომ მე აქ მხოლოდ ერთი მათგანის გამოყენებას აღვწერ (რადგან მე თვითონ მას ვიყენებ ამჟამად).
სინაპტიკის "ფანჯარა" ჩემს კომპიუტერში ასე გამოიყურება:

ფაქტიურად ეს არის სასურველი პროგრამის (უფრო სწორად, პროგრამული პაკეტების) საძიებელი. აქ იძებნება თქვენს კომპიუტერში უკვე დაყენებული პროგრამებიც და ისეთებიც, რომელიც ჯერ დაყენებული არ გაქვთ, მაგრამ ინტერნეტ-საწყობში ხელმისაწვდომია. მაგალითად, მე მინდა ვიპოვო პროგრამა OpenOffice-თან დაკავშირებული პაკეტები. ავკრიფე OpenOffice საძიებელში და მივიღე ასეთი პასუხი:
მარჯვენა "ფანჯარაში" ჩამოიწერა რამოდენიმე ათეული პროგრამული პაკეტი, რომელიც OpenOffice-თან დაკავშირებულია. იმისთვის, რომ იოლად გავარჩიო უკვე დაყენებული პაკეტები ჯერ დაუყენებლისგან, მარცხენა სვეტის ქვედა ნაწილში ავირჩიე Status. ზედა ნაწილში შემომტავაზა პაკეტების სხვადასხვა შესაძლო სტატუსი. ავირჩიე Not installed და მივიღე მხოლოდ იმ პაკეტების ჩამონათვალი, რომელიც ჩემს კომპიუტერში ჯერ არ არის დაყენებული:
რომელიმე პაკეტის გააქტიურებისას იხსნება მისი მოკლე აღწერა:
თუ გადაწყვეტთ პაკეტის დაყენებას, მისი დასახელების წინ რომ პატარა კვარდატია (ე.წ. "ჩექ-ბოქსი") ის უნდა მონიშნოთ. პროგრამამ შეიძლება გაცნობოთ, რომ ამ პაკეტის დასაყენებლად მასთან დაკავშირებული პაკეტების დაყენებაა საჭირო. თუ თქვენ ამაზე დათანხმდებით "ფანჯრის" ზედა ნაწილში აინთება ღილაკი Apply, დააჭერთ მასზე და შერჩეული პაკეტი თქვენს კომპიუტერზე დაყენდება.
სულ ეს არის. საკმაოდ იოლია. ერთადერთ სირთულეს საჭირო პაკეტის შერჩევა წარმოადგენს. ამიტომ მაგალითად აბანტუს კიდევ ერთი პროგრამა აქვს, რომელიც ამ პაკეტების შერჩევას აიოლებს: ეს არის პროგრამების ცენტრი (Ubuntu Software Center). იგი ასე გამოიყურება:
არსებითად იგი იგივე სინაპტიკია, უბრალოდ აქ კომპიუტერზე უკვე დაყენებული და დაუყენებელი პროგრამები თავიდანვე დაყოფილია და თან დაჯგუფებულია მომხმარებლისთვის ადვილად გასაგებ კატეგორიებად. ნუ, და კიდევ ამ პროგრამას სინაპტიკზე ცოტა უკეთესი დიზაინი აქვს და უბრალო მომხმარებელს ისე არ აშინებს.
No comments:
Post a Comment