რეალურად ლინუქსი წინაპირობებს არა კომპიუტერს, არამედ კომპიუტერის პატრონს უყენებს. კერძოდ, აუცილებელია:
- გამოყოთ დრო და იქონიოთ მონდომება და მოთმინება;
- შეგეძლოთ რუსულის, ინგლისურის, ფრანგულის, ესპანურის ან გერმანულის გამოყენება (თუნდაც ლექსიკონის ან სათარგმნი პროგრამების საშუალებით)
- გამოიმუშავოთ ჩვევა: სანამ კითხვას დასვამთ, ან რამეს მოიმოქმედებთ, "დაგუგლეთ"! ანუ მოძებნეთ ინტერნეტში რა ინფორმაციაა ამ საკითხის გარშემო. ლინუქსის მომხმარებლები ამავე დროს ინტერნეტის ყველაზე აქტიურად მომხმარებელი ხალხია, ასე რომ თითქმის ყველა კითხვაზე საჭიროზე მეტ ინფორმაციას მოძებნით. მთავარია არ დაგეზაროთ წაკითხვა. და არ შეგაშინოთ გაუგებარმა სიტყვებმა და აბრევიატურებმა - უბრალოდ ისინიც დაგუგლეთ და ბოლოს და ბოლოს გაერკვევით.
- იყოთ გაბედული ლინუქსის ინტერნეტ-ფორუმებზე კითხვების (თუნდაც სულელური კითხვების) დასმაში. და არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ მოხალისეს, ვინც გიპასუხებთ და საკითხში გარკვევაში დაგეხმარებათ.
No comments:
Post a Comment