Wednesday, April 6, 2011

როგორ დავიყენო ლინუქსი?

ლინუქსის დასაყენებლად უნდა გაიაროთ შემდეგი საფეხურები:
  1. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ლინუქსის პაკეტი/დისტრიბუცია (იხ. ეს პოსტი);
  2. გადით მის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე;
  3. იპოვეთ ყველაზე ახალი და ამავე დროს მდგრადი ვერსია;
  4. ჩამოტვირთეთ საინსტალაციო პაკეტი;
  5. ჩაწერეთ იგი ლაზერულ დისკზე ან USB "ფლეშკაზე";
  6. გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით იგი დისკიდან ან "ფლეშკიდან". უპასუხეთ კითხვებს, რომელიც ეკრანზე დაიწერება (დაიმახსოვრეთ: სახელი, რომელიც კომპიუტერს მიანიჭეთ, მომხმარებლის სახელი, რომელიც აირჩიეთ და პაროლი!).
სულ ესაა - ოპა! და თქვენ ლინუქსში ხართ.

შესაძლებელია აგრეთვე ლინუქსის დაყენება ვინდოუსის "გვერდით", ან ლინუქსში მუშაობა მისი მყარ დისკზე დაყენების გარეშე - გარე ლაზერული დისკიდან ან USB-"ფლეშკიდან".

თუ კითხვები იქნება, კომენტარებში გავარჩევთ თითოეულ საფეხურს ცალ-ცალკე.

3 comments:

  1. linux vayeneb mara patara problema maq mcurs davyo or nawilat vinchesteri anu rogorc windows c.da d. diskebad magram d. disks ver vqmnii amis shesaxeb tu rame videos an rame gakvetils dadebt kai iqnebaa winaswar madloba

    ReplyDelete
    Replies
    1. ნახეთ სტატია ლინუქსის დაყენება ვინდოუსის "გვერდით" http://linux-ge.blogspot.com/2011/04/blog-post_17.html

      Delete
  2. ნახე: http://linux-ge.blogspot.com/2011/04/blog-post_17.html
    მანდ აღწერილია, როგორ დაჰყო დანაყოფებად დისკი.

    ReplyDelete