ლინუქსის დაყენებისას პირველი, რაც უნდა გადაწყვიტოთ _ რომელ ლინუქსს იყენებთ. უფრო სწორად, ლინუქსის რომელ პაკეტს, ანუ "დისტრიბუციას" (Linux distribution იხ. განმარტება ამ პოსტის ბოლოს). ვინაიდან ლინუქსი ღია და თავისუფალი პროგრამაა, მის დახვეწაზე დამოუკიდებლად ბევრი ჯგუფი მუშაობს. დღეს ლინუქსის 600-მდე განსხვავებული პაკეტი არსებობს (List of Linux distributions). ყველა მათგანი ხელმისაწვდომია ინტერნეტში.
მაშ როგორ ავირჩიოთ?
ჩემი რჩევა ასეთია: ყველაზე მნიშვნელოვანია, აირჩიოთ პაკეტი, რომელსაც ჰყავს მხარდამჭერ პროგრამისტთა მოქმედი ჯგუფი, თან რაც უფრო დიდია ეს ჯგუფი - უკეთესი. საქმე იმაშია, რომ კომპიუტერების და ინტერნეტ-ქსელების შესაძლებლობები ძალიან სწრაფად ვითარდება, ასევე სწრაფად იცვლება ჩვენი, მომხმარებლების მოთხოვნილებები. თუ გსურთ, რომ თქვენი კომპიუტერი ამ ცვლილებებს "ფეხდაფეხ" მისდევდეს, აუცილებელია მასში არსებული პროგრამების მუდმივი დახვეწა. ამისთვის კი მცოდნე ხალხის მუშაობაა საჭირო. ლინუქსის რამოდენიმე "დისტრიბუციას" ჰყავს ასეთი "მცოდნე ხალხის" დიდი და უწყვეტად მომუშავე ჯგუფები. მე გირჩევთ რომელიმე მათგანი აირჩიოთ.
ესენია (ანბანის მიხედვით):
მაინც რომელი? ვერ გეტყვით. ყველა კარგია. თქვენი გემოვნებით უნდა შეარჩიოთ (მაგალითად ამ ბლოგის ავტორებს ერთს აბანტუ, მეორეს კი - ფედორა უყენია).
სამწუხაროდ არჩევანი აქ არ თავდება: თითოეულ ჩამოთვლილ დისტრიბუციას აქვს სხვადასხვა მიზნისთვის მორგებული ვარიაციები. მაგალითად, აბანტუს ვარიაციებია: Ubuntu, Xubuntu, Lubuntu, Kubuntu, Edubuntu, Mythubuntu, Ubuntu Studio. გარდა ამისა, არსებობს აბანტუ ჩვეულებრივი კომპიუტერისთვის (Ubuntu Desktop), აბანტუ ნეთბუქისთვის (Ubuntu Netbook) და აბანტუ სერვერისთვის (Ubuntu Server).
იმისთვის, რომ თქვენი კომპიუტერისთვის შესაფერისი ლინუქსი აარჩიოთ, გირჩევთ მოძებნოთ ინტერნეტში თითოეული ამ ლინუქსის "ფანების" ფორუმები და გადაათვალიეროთ _ რა პრობლემებზე საუბრობენ, რაზე წუწუნებენ. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ამოწერთ თქვენი კომპიუტერის მახასიათებლებს და სათითაოდ "დასერჩავთ" (ანუ დაძებნით) თუ რას ამბობენ ამ ფორუმზე მათ შესახებ. ასევე კარგი იქნება, თუ მოძებნით დამწყები ლინუქსელების განყოფილებას თითოეულ ამ ფორუმზე, სადაც აღწერთ თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობებს და პირდაპირ იკითხავთ, ლინუქსის რომელი დისტრიბუციია დაყენებას მირჩევთ-თქო. დაელოდეთ 1-2 დღე, ვინმე აუცილებლად გამოგეხმაურებათ და სასარგებლო რჩევებს მოგცემთ. თუ რამე ვერ გაიგეთ, ხელახლა იკითხეთ - ეს არ არის უხერხული, პირიქით. და ბოლოს - არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა _ ეს ადამიანები ხომ სრულებით უფასოდ და უანგაროდ გეხმარებიან!
------------------------------------
გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად აქ პატარა განმარტებას გავაკეთებ: ძალიან ზუსტად თუ ვილაპარაკებთ, "ლინუქსი" საოპერაციო სისტემის მხოლოდ ერთ ნაწილს ქვია, ე.წ. "ბირთვს" (kernel), რომელიც 1991 წელს ფინელმა პროგრამისტმა, ტორვალდს ლაინუსმა (Torvalds Linus) შექმნა. საოპერაციო სისტემის დანარჩენი ნაწილები შექმნილია ე.წ. გნუ-პროექტის (GNU project) მიერ. ამიტომ "ლინუქსის საოპერაციო სისტემას" კორექტულად გნუ-ლინუქსის სისტემა ქვია.
"ლინუქსის დისტრიბუციას" აქ ვეძახით არა ამ ოპერაციულ სისტემას, არამედ პროგრამების უფრო დიდ ნაკრებს, რომელიც ოპერაციული სისტემის გარდა უამრავ სამომხმარებლო პროგრამას შეიცავს (ოფისის პროგრამები, ინტერნეტის საძიებელი და ელექტრონული მიმოწერის პროგრამები, სახატავი და ფილმების თუ ფოტოების სანახავი პროგრამები და სხვა). ეს დანარჩენი პროგრამები მთელი მსოფლიოს მოხალისე პროგრამისტების (ხშირად ჰაკერების) ერთობლივი შრომის შედეგია (როგორც წესი, თითოეულ პროგრამას მოჰყვება ინფორმაცია მისი ავტორის/ავტორების შესახებ).
ამდენად "ლინუქსის პაკეტი" ბევრი პროგრამის ნაკრებია, რომლის დაყენების შედეგად ვიღებთ მომხმარებლისთვის გამზადებულ, საკმაოდ მოსახერხებელ სისტემას.

- აბანტუ (Ubuntu)
- დებიანი (Debian)
- მანდრივა (Mandriva)
- რედ-ჰატი (Red Hat) (ლინუქსის ეს დისტრიბუცია ფასიანია)
- სუსე (SUSE)
- ფედორა (Fedora)
- არჩ-ლინუქსი (Arch Linux)

აბანტუ?
ReplyDeleteUbuntu
Deleteyoveldgiuri xmarebistvis romeli distributivi gamomadgeba?
ReplyDeleteყველა :)
DeleteArch Linux
ReplyDeleteმადლობთ. დავამატე
DeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDelete