Friday, May 6, 2011

ლინუქსის დაყენება USB ფლეშ-კარტაზე

ლინუქსის თანამედროვე დისტრიბუციების უმეტესობა USB ფლეშ-კარტაზე ყენდება ისე, რომ თქვენ გაქვთ სრულფასოვანი ფუნქციონალური სისტემა, რომელშიც შესაძლებელია ცვლილებების შეტანა, ახალი პროგრამების დაყენება, ინფორმაციის შენახვა - და ეს ყველაფერი კომპიუტერის შიდა მყარ დისკთან შეხების გარეშე.


ასეთ სისტემას ორი პრობლემა აქვს: სისტემა მუშაობს შედარებით ნელა (ამიტომ სასურველია შეიძინოთ რაც შეიძლება სწრაფი USB დისკი) და "ფლეშკა" შედარებით მალე "ცვდება" (მის გარკვეულ ნაწილს ლინუქსი გამოიყენებს ე.წ. Swap, ანუ დროებითი მეხსიერებისთვის, რაც ინფორმაციის ძალზე ხშირ ჩაწერა-წაშლას გულისხმობს. "ფლეშკას" კი ჩაწერების ზღვარი აქვს).

მიუხედავად ამისა, სრულებით ფუნქციონალური სისტემის ქონა USB ფლეშ-დისკზე ნიშნავს, რომ თქვენ ოპერაციულ სისტემას და მთელს თქვენს დოკუმენტებს "ჯიბით ატარებთ", რაც საკმაოდ მიმზიდველია.

ლინუქსის თანამედროვე რამოდენიმე დისტრიბუციას (აბანტუ, ფედორა, პაპი-ლინუქსი) საკუთარ მენიუებში აქვს თავისი თავის USB დისკზე დაყენების შესაძლებლობა. პაპი-ლინუქსის დაყენების შესახებ ამ პოსტში გვაქვს დეტალური საუბარი.

თუ კომპიუტერზე ვინდოუსი გიყენიათ და გსურთ ლინუქსი USB ფლეშ-დისკზე დააყენოთ, ამისთვის გჭირდებათ პროგრამა Rufus. ეს ლინუქსივით ღია და უფასო პროგრამაა და შეგიძლიათ თავისუფლად დაიყენოთ. აქ არის დეტალური ინსტრუქციები რუფუსის გამოყენებით ფლეშ-დისკზე Ubuntu-ს დასაყენებლად

შესაძლებელია USB ფლეშ-დისკზე სხვა ლინუქსებიც დაყენდეს. თუმცა აქ ცოტა მეტი შრომა დაგჭირდებათ. ინტერნეტში ინსტრუქციები უხვადაა. მაგალითად ეს ან ეს.

1 comment:

  1. Hi there,
    this is a very good blog I appreciate your work. thanks for sharing such a useful information.
    Visit my blog

    ReplyDelete