ლინუქსის ინტერნეტ-საწყობებში არსებული პროგრამების დაყენება პირდაპირ ტერმინალიდანაც არის შესაძლებელი.
იმის მიხედვით, თუ რომელ ლინუქსში ხართ, ტერმინალის შესაბამისი ბრძანებები განსხვავდება.
თუ თქვენ დებიანი (Debian) ან აბანტუ (Ubuntu) გიყენიათ, ტერმინალში უნდა ჩაწეროთ ასეთი ბრძანება:
sudo apt-get install program (სადაც program-ს მაგივრად ჩაწერთ იმ პროგრამის დასახელებას, რომელსაც აყენებთ)
თუ ფედორა (Fedora) ან რედჰატი(Red Hat) გიყენიათ, ტერმინალში ჩაწერეთ ასეთი ბრძანება:
sudo yum install program (სადაც program-ს მაგივრად ჩაწერთ იმ პროგრამის დასახელებას, რომელსაც აყენებთ)
დააჭირეთ Enter კლავიშს. კომპიუტერი მოგთხოვთ პაროლს. აკრიფეთ პაროლი (ნუ შეგაშინებთ ის რომ, ამ დროს ეკრანზე არაფერი იცვლება. სინამდვილეში თქვენი აკრეფილი პაროლი იწერება, უბრალოდ არ ჩანს) და ისევ დააჭირეთ Enter კლავიშს. კომპიუტერმა შეიძლება დაგიწეროთ, რომ ამ პროგრამის დასაყენებლად სხვა დამატებითი პროგრამების დაყენებაცაა საჭირო და თანახმა ხარ თუ არაო. თუ დაეთანხმებით (ანუ y ასოს აკრეფთ), დაიწყება სასურველი პროგრამების დაყენება.
No comments:
Post a Comment