ასეთი "ორმაგი ჩატვირთვის" სისტემის ასაწყობად საჭიროა თქვენი კომპიუტერის მყარი დისკი (ე.წ. "ვინჩესტერი" ან HDD) დაიყოს ნაწილებად, ე.წ."დანაყოფებად" (Disk partitions): ერთი ნაწილი ვინდოუსისთვის, მეორე - ლინუქსისთვის. იმის მიხედვით, თუ რომელ ოპერაციულ სისტემიდან აპირებთ დისკის ასეთ დაყოფას (ანუ თავიდან რომელი გიყენიათ კომპიუტერში: ლინუქსი თუ ვინდოუსი), მოქმედებათა მიმდევრობა, ცხადია სხვადასხვაა.
1. თუ დისკის დაყოფა ხორციელდება ვინდოუსიდან, გჭირდებათ დამხმარე პროგრამა, მაგალითად PartitionMagic. ეს პროგრამა ფასიანია (მოგეხსენებათ, ვინდოუსში თითქმის ყველა დამატებითი პროგრამა ცალკე ფასი ღირს), თუმცა ქართულ ვებ-სივრცეში მისი "გატეხილი" ვერსიები ხელმისაწვდომია. პროგრამა გაძლევთ საშუალებას დისკზე, რომელზეც მუშაობთ, შექმნათ ახალი partition-ი. ამისთვის აძლევთ ბრძანებას Create new partition. პროგრამა მოგთხოვთ ამ ახალი partition-ის პარამეტრებს. აქ ცოტა ხნით გავჩერდეთ:
პირველი, რაც უნდა დავადგინოთ: დისკის რა ნაწილი გამოვყოთ ლინუქსისთვის და რა ნაწილი დავუტოვოთ ვინდოუსს. ზოგადად ვინდოუსი კომპიუტერში ძალიან დიდი ადგილს იკავებს, მისი მნიშვნელოვნად "შეკვეცა" შეუძლებელია. ლინუქსი, როგორც წესი, ბევრად მცირე და კომპაქტურია, ასე რომ მისთვის 2-3-ჯერ ნაკლები ადგილია საჭირო, ვიდრე ვინდოუსისთვის.
მაგრამ ლინუქსს, ვინდოუსისგან განსხვავებით, სჭირდება დისკის არა ერთი, არამედ ორი დანაყოფი: ერთი თვითონ პროგრამისთვის, მეორე კი ე.წ. Swapping-თვის, ანუ ოპერატიულ მეხსიერებაში "ვერ-დატეული" ინფორმაციის დროებით ჩასაწერად, ასე ვთქვათ მოკლევადიანი მახსოვრობისთვის. რაც უფრო მცირეა თქვენი კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება (ე.წ. RAM), მით უფრო მეტი ადგილია საჭირო მყარ დისკზე ლინუქსის დროებითი მახსოვრობისთვის. 1 GB-ზე მცირე ოპერატიული მეხსიერებისთვის Swap-ის ზომა თქვენი კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერების ორმაგი ზომის ჯერადი უნდა იყოს (ანუ, მაგალითად, თუ თქვენი კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერებაა 192 MB, მაშინ Swap უნდა იყოს მინიმუმ 384 MB, თუმცა უკეთესია თუ ის იქნება 768 MB ან 1152 MB). 1GB ან უფრო დიდი ოპერატიული მეხსიერებისთვის საკმარისია მისივე ზომის Swap. ძალიან დიდ ოპერატიულ მეხსიერებას (მაგ. 16GB) Swap საერთოდ არ სჭიდება.
რომ შევაჯამოთ, მაგალითად ჩემი საკმაოდ ძველი კომპიუტერისთვის, რომლის მყარი დისკის მოცულობაა 40 GB, ოპერატიული მეხსიერება კი 512 MB, მყარი დისკის რეკომენდირებული განაწილება ვინდოუსსა და ლინუქსს შორის ასეთი იქნება:
ვინდოუსს: დაახლოებით 35 GB
ლინუქსს: დაახლოებით 4 GB
ლინუქსის SWAP-ს: დაახლოებით 1 GB
გარდა დანაყოფების ზომისა, PartitionMagic კიდევ რამოდენიმე პარამეტრს გკითხავთ. აქ პასუხები ასეთია:
- After C (ეს არის პასუხი კითხვაზე, ლინუქსის დანაყოფი დისკზე ვინდოუსის დანაყოფამდე იყოს, თუ მის მერე. სასურველია იყოს მერე)
- logical (ეს არის პასუხი კითხვაზე, როგორი ტიპის იყოს დანაყოფი, primary თუ logical. სასურველია logical)
- Linux ext3 (ეს არის ფაილების საჭირო ფორმატი ლინუქსისთვის გამოყოფილ ძირითად დანაყოფში), Linux Swap (ეს არის ფაილების საჭირო ფორმატი ლინუქსის SWAP დანაყოფისთვის).
ეხლა თქვენ უკვე ყველა პარამეტრი გაქვთ იმისთვის, რომ PartitionMagic-ის საშუალებით ლინუქსისთვის საჭირო ორი ახალი დანაყოფი შექმნათ. მიუთითეთ ახალი დანაყოფების პარამეტრები და დააჭირეთ პროგრამის Apply ღილაკს. PartitionMagic მოითხოვს კომპიუტერის გადატვირთვას და განახორციელებს დისკის დაყოფას. ვინდოუსი ამ დროს არ დაზიანდება - დისკის დაყოფის შემდეგ ის ჩვეულებრივად ჩაიტვირთება.
გახსენით PartitionMagic და შეამოწმეთ, შეიქმნა თქვენს მიერ მოთხოვნილი დანაყოფები თუ არა. გაითვალისწინეთ: თუ კომპიუტერის მყარი დისკი ინფორმაციით გადატენილია, PartitionMagic დისკის დანაყოფებს ვერ შექმნის. ასეთ შემთხვევაში გაწმინდეთ კომპიუტერი ზედმეტი ფაილებისგან, ჩაატარეთ დისკის "დასუფთავება" (All Programs > Accessories > System Tools > Disk Cleanup), შემდეგ მისი დეფრაგმენტაცია (All Programs > Accessories > System Tools > Disk Defragmenter). ამის შემდეგ ხელახლა სცადეთ დანაყოფების შექმნა.
საბოლოოდ უნდა მიაღწიოთ, რომ PartitionMagic გახსნისას დაახლოებით ასეთი სურათი დაგხვდეთ:
თუ მყარი დისკის დანაყოფები შეიქმნა, შეუდექით კომპიუტერზე ლინუქსის დაყენებას. ანუ, მოამზადეთ საინსტალაციო ლაზერული დისკი (ეს პროცედურა ამ პოსტშია აღწერილი), ჩადეთ იგი კომპიუტერის CD-ROM-ში და გაუშვით კომპიუტერი ლაზერული დისკიდან. როგორც წესი, ლინუქსი აღმოაჩენს კომიუტერში სხვა ოპერაციულ სისტემას, აგრეთვე აღმოაჩენს, რომ მყარი დისკი დანაყოფებად არის დაყოფილი. ამის შემდეგ, შემოგთავაზებთ არჩევანს: წაშალოს არსებული ოპერაციული სისტემა და დაიკავოს მთელი დისკი; დაყენდეს არსებული ოპერაციული სისტემის გვერდზე (ანუ აღმოჩენილ თავისუფალ დანაყოფებზე, თავისი შეხედულებუსამებრ), თუ თქვენ თავად მიუთითებს რა სად უნდა დადგეს. აირჩიეთ ეს ბოლო ოპცია, ანუ Specify partitions manually.
ამის შემდეგ კომპიუტერი გაჩვენებთ თქვენი დისკის დანაყოფებს და დაელოდება თქვენს მითითებებს, თუ როგორ გამოიყენოს ისინი. აქ უნდა მოიქცეთ ასე:
კომპიუტერის ჩართვისას ეკრანზე გაჩნდება ტექსტი, სადაც გეკითხებიან, თუ რომელი ოპერაციული სისტემის ჩართვა გსურთ: ლინუქსის თუ ვინდოუსის. თუ არაფერს აირჩევთ, რამოდენიმე წამში ლინუქსის სისტემა დაიწყებს ჩატვირთვას.
სულ ეს არის - თქვენ კომპიუტერზე უკვე ორივე ოპერაციული სისტემა გიყენიათ და კომპიუტერის ყოველი ჩართვისას შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელში შეხვალთ. როგორც წესი, ვინდოუსი ლინუქსის ნაწილზე განთავსებულ ინფორმაციას არ ხედავს. ლინუქსი კი (მას შემდეგ რაც ჩვენ ვინდოუსის პარტიშონი "დავამაუნთეთ") - ვინდოუსის ნაწილზე განთავსებულ ინფორმაციას ჩვეულებრივად აღიქვამს.
ვინდოუსის დირექტორია ლინუქსის ფაილების მენეჯერში ასე გამოიყურება:
შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ ქვედირექტორიაში, აირჩიოთ და ლინუქსის დანაყოფში გადმოიწეროთ (ან იქნებ სულაც წაშალოთ) ნებისმიერი ფაილი, დოკუმენტები შეგიძლიათ გახსნათ და შეცვალოთ და ა.შ.
2. თუ კომპიუტერზე თავიდან ლინუქსი გიყენიათ და გინდათ მის გვერდით ვინდოუსი დააყენოთ, მოქმედებათა მიმდევრობა თითქმის იგივეა, ანუ: დაყოფთ დისკს ნაწილებად, დააყენებთ ვინდოუსს თავის დანაყოფზე. თუმცა, გამომდინარე ვინდოუსის "მტაცებლური" ხასიათიდან, ის დაყენდება ისე, რომ კომპიუტერის ხელახალი ჩატვირთვისას არ მოგცემთ არჩევანს, რომელ სისტემაში შეხვიდეთ - ვინდოუსში თუ ლინუქსში - ყოველგვარი არჩევანის გარეშე თქვენ ყოველთვის ვინდოუსში მოხვდებით. იმისათვის, რომ კომპიუტერის ჩატვირთვისას ოპერაციულ სისტემებს შორის არჩევანის საშუალება მოგვეცეს, დაგვჭირდება ცალკე ძალისხმევა ლინუქსის Live CD-დან.
განვიხილოთ ლინუქსის გვერდით ვინდოუსის დასაყენებლად საჭირო მოქმედებები დეტალურად:
შევქმნათ მყარი დისკის დანაყოფი (partition) ვინდოუსისთვის პროგრამა Gparted საშუალებით (დეტალებისთვის იხ. ეს პოსტი). შეიქმნება დისკის თავისუფალი (unallocated) დანაყოფი.
ამის შემდეგ ვაყენებთ მასზე ვინდოუსს: ამისთვის ჩვეულებრივად ჩავდებთ ვინდოუსის საინსტალაციო ლაზერულ დისკს CD-ROM-ში, გადავტვირთავთ კომპიუტერს და გავუშვებთ მას ლაზერული დისკიდან. ვინდოუსის დაყენებამდე კომპიუტერი აღმოაჩენს, რომ მყარი დისკი დაყოფილია ნაწილებად და რომ ერთ-ერთზე სხვა ოპერაციული სისტემა აყენია, მეორე კი თავისუფალია. ის შეგთავაზებთ არჩევანს: წაიშალოს არსებული დანაყოფები და დაყენდეს ვინდოუსი მთელ დისკზე, თუ დაყენდეს ვინდოუსი დისკის თავისუფალ დანაყოფზე. აირჩიეთ ეს უკანასკნელი ვარიანტი და დააყენეთ ვინდოუსი.
გაითვალისწინეთ ერთი ნიუანსი: როდესაც ვინდოუსი ყენდება კომპიუტერში, რომლის მყარი დისკი დაყოფილია ნაწილებად და ერთ-ერთ ნაწილზე უკვე არის სხვა ოპერაციული სისტემა, ის "C დისკს" დაარქმევს დისკის იმ ნაწილს, რომელიც არსებული ოპერაციული სისტემით არის დაკავებული. თავის ნაწილს კი დაარქმევს "F დისკს". ასე რომ შემდგომში, ვინდოუსის გამოყენებისას რომ პრობლემები თავიდან აიცილოთ, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ვინდოუსი გიყენიათ არა "C დისკზე", როგორც ეს ჩვეულებრივად არის ხოლმე, არამედ "F დისკზე".
როგორც მოველოდით, მიუხედავად იმისა, რომ ვინდოუსმა დაყენებისას აღმოაჩინა რომ კომპიუტერზე სხვა საოპერაციო სისტემაც არის დაყენებული, დაყენების შემდეგ ის ამ სხვა სისტემაში შესვლის საშუალებას აღარ მოგცემთ - კომპიუტერის ყოველ ჩართვაზე ჩაიტვირთება ვინდოუსის საოპერაციო სისტემა. იმისთვის, რომ კომპიუტერის ჩართვისას ოპერაციული სისტემის არჩევა შევძლოთ, გვჭირდება ლინუქსის Live CD (იხ. ეს პოსტი). ასეთად თანამედროვე ლინუქსის ვერსიების საინსტალაციო ლაზერული დისკებიც გამოდგება - თუკი მათ გაშვებისას აირჩევთ რეჟიმს Try linux without installing.
გაუშვით ლინუქსის Live CD (ანუ ჩადეთ ლინუქსის შესაბამისი ლაზერული დისკი კომპიუტერის CD-ROM-ში, გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით იგი ლაზერული დისკიდან). შედით ტერმინალში. მიეცით ბრძანება:
sudo mount /dev/sda1 /mnt
(აქ და ქვემოთ ნავარაუდებია, რომ ლინუქსი აყენია კომპიუტერის პირველი მყარი დისკის პირველ დანაყოფზე (ანუ /dev/sda1-ზე), ვინდოუსი კი - იგივე მყარი დისკის მეორე დანაყოფზე (ანუ /dev/sda2-ზე). თუ ეს ასე არ არის, ზემოთ მოყვანილ ბრძანებაში შეცვალეთ /dev/sda1 სწორი დასახელებით. იხ. განმარტებები ამ პოსტში. )
ამის შემდეგ კი მიეცით ბრძანება:
sudo grub-install --root-directory=/mnt /dev/sda
ამის შემდეგ გადატვირთეთ კომპიუტერი (Live CD ამოიღეთ CD-ROM-დან). არჩევის ტექსტი ამჯერადაც არ გამოჩნდება, მაგრამ სამაგიეროდ არა ვინდოუსი, არამედ კომპიუტერზე არსებული ლინუქსის პროგრამა ჩაიტვირთება. შედით აქ ტერმინალში და მიეცით ბრძანება:
sudo update-grub
დახურეთ ტერმინალი და გადატვირთეთ კომპიუტერი. ამჯერად კი უნდა გამოჩნდეს წარწერა, რომელიც ლინუქსსა და ვინდოუსს შორის არჩევანს გთავაზობთ.
სულ ეს არის - თქვენ უკვე ორმაგი ჩატვირთვის სისტემა გიყენიათ. ერთადერთი განსხვავება ზემოთ აღწერილი სისტემისგან ისაა, რომ ლინუქსის "საძირკველ" დირექტორიაში /windows ქვედირექტორია არ არსებობს. თუ გინდათ, ლინუქსიდან ვინდოუსის დანაყოფში "შეხვიდეთ", საჭიროა მისი (ანუ ვინდოუსის დანაყოფის) "მიმაგრება" (mount) ლინუქსის ფაილების სისტემაზე. ამისთვის ტერმინალში მიეცით ბრძანება:
sudo mount /dev/sda2 /mnt

(ამ სურათზე დანაყოფების ზომა ოდნავ განსხვავდება ზემოთ რეკომედირებულისგან)

- ლინუქსისთვის გამოყოფილ დანაყოფზე მიუთითეთ Use as: Ext3 journaling file system და Mount point მიუთითეთ / . ანუ ეს პარტიშონი გახდება ლინუქსის "საძირკველი დირექტორია" (root);
- ლინუქსის Swap-თვის გამოყოფილ დანაყოფზე მიუთითეთ Use as: swap area;
- რაც შეეხება ვინდოუსის დანაყოფს, აქ არჩევანი გაქვთ: შეგიძლიათ მასზე მიუთითოთ Do not use და მაშინ მყარი დისკის ეს ნაწილი ლინუქსისთვის უბრალოდ არ იარსებებს. მაგრამ თუკი გინდათ, რომ ვინდოუსის ფაილებს ან დისკის იმ დანაყოფზე ჩაწერილ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას ლინუქსიდანაც მიწვდეთ, მაშინ უნდა მიუთითოთ Use as: ntfs და Mount point აირჩიოთ მაგალითად /windows . ანუ ლინუქსისთვის ვინდოუსის მთელი დანაყოფი გახდება "საძირკველი დირექტორიის" ქვედირექტორია, დასახელებით windows. ყველა ვინდოუსის ფაილი და ფოლდერი იქ დაგხვდებათ.
კომპიუტერის ჩართვისას ეკრანზე გაჩნდება ტექსტი, სადაც გეკითხებიან, თუ რომელი ოპერაციული სისტემის ჩართვა გსურთ: ლინუქსის თუ ვინდოუსის. თუ არაფერს აირჩევთ, რამოდენიმე წამში ლინუქსის სისტემა დაიწყებს ჩატვირთვას.
სულ ეს არის - თქვენ კომპიუტერზე უკვე ორივე ოპერაციული სისტემა გიყენიათ და კომპიუტერის ყოველი ჩართვისას შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელში შეხვალთ. როგორც წესი, ვინდოუსი ლინუქსის ნაწილზე განთავსებულ ინფორმაციას არ ხედავს. ლინუქსი კი (მას შემდეგ რაც ჩვენ ვინდოუსის პარტიშონი "დავამაუნთეთ") - ვინდოუსის ნაწილზე განთავსებულ ინფორმაციას ჩვეულებრივად აღიქვამს.
ვინდოუსის დირექტორია ლინუქსის ფაილების მენეჯერში ასე გამოიყურება:
შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ ქვედირექტორიაში, აირჩიოთ და ლინუქსის დანაყოფში გადმოიწეროთ (ან იქნებ სულაც წაშალოთ) ნებისმიერი ფაილი, დოკუმენტები შეგიძლიათ გახსნათ და შეცვალოთ და ა.შ.
2. თუ კომპიუტერზე თავიდან ლინუქსი გიყენიათ და გინდათ მის გვერდით ვინდოუსი დააყენოთ, მოქმედებათა მიმდევრობა თითქმის იგივეა, ანუ: დაყოფთ დისკს ნაწილებად, დააყენებთ ვინდოუსს თავის დანაყოფზე. თუმცა, გამომდინარე ვინდოუსის "მტაცებლური" ხასიათიდან, ის დაყენდება ისე, რომ კომპიუტერის ხელახალი ჩატვირთვისას არ მოგცემთ არჩევანს, რომელ სისტემაში შეხვიდეთ - ვინდოუსში თუ ლინუქსში - ყოველგვარი არჩევანის გარეშე თქვენ ყოველთვის ვინდოუსში მოხვდებით. იმისათვის, რომ კომპიუტერის ჩატვირთვისას ოპერაციულ სისტემებს შორის არჩევანის საშუალება მოგვეცეს, დაგვჭირდება ცალკე ძალისხმევა ლინუქსის Live CD-დან.
განვიხილოთ ლინუქსის გვერდით ვინდოუსის დასაყენებლად საჭირო მოქმედებები დეტალურად:
შევქმნათ მყარი დისკის დანაყოფი (partition) ვინდოუსისთვის პროგრამა Gparted საშუალებით (დეტალებისთვის იხ. ეს პოსტი). შეიქმნება დისკის თავისუფალი (unallocated) დანაყოფი.
ამის შემდეგ ვაყენებთ მასზე ვინდოუსს: ამისთვის ჩვეულებრივად ჩავდებთ ვინდოუსის საინსტალაციო ლაზერულ დისკს CD-ROM-ში, გადავტვირთავთ კომპიუტერს და გავუშვებთ მას ლაზერული დისკიდან. ვინდოუსის დაყენებამდე კომპიუტერი აღმოაჩენს, რომ მყარი დისკი დაყოფილია ნაწილებად და რომ ერთ-ერთზე სხვა ოპერაციული სისტემა აყენია, მეორე კი თავისუფალია. ის შეგთავაზებთ არჩევანს: წაიშალოს არსებული დანაყოფები და დაყენდეს ვინდოუსი მთელ დისკზე, თუ დაყენდეს ვინდოუსი დისკის თავისუფალ დანაყოფზე. აირჩიეთ ეს უკანასკნელი ვარიანტი და დააყენეთ ვინდოუსი.
გაითვალისწინეთ ერთი ნიუანსი: როდესაც ვინდოუსი ყენდება კომპიუტერში, რომლის მყარი დისკი დაყოფილია ნაწილებად და ერთ-ერთ ნაწილზე უკვე არის სხვა ოპერაციული სისტემა, ის "C დისკს" დაარქმევს დისკის იმ ნაწილს, რომელიც არსებული ოპერაციული სისტემით არის დაკავებული. თავის ნაწილს კი დაარქმევს "F დისკს". ასე რომ შემდგომში, ვინდოუსის გამოყენებისას რომ პრობლემები თავიდან აიცილოთ, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ვინდოუსი გიყენიათ არა "C დისკზე", როგორც ეს ჩვეულებრივად არის ხოლმე, არამედ "F დისკზე".
როგორც მოველოდით, მიუხედავად იმისა, რომ ვინდოუსმა დაყენებისას აღმოაჩინა რომ კომპიუტერზე სხვა საოპერაციო სისტემაც არის დაყენებული, დაყენების შემდეგ ის ამ სხვა სისტემაში შესვლის საშუალებას აღარ მოგცემთ - კომპიუტერის ყოველ ჩართვაზე ჩაიტვირთება ვინდოუსის საოპერაციო სისტემა. იმისთვის, რომ კომპიუტერის ჩართვისას ოპერაციული სისტემის არჩევა შევძლოთ, გვჭირდება ლინუქსის Live CD (იხ. ეს პოსტი). ასეთად თანამედროვე ლინუქსის ვერსიების საინსტალაციო ლაზერული დისკებიც გამოდგება - თუკი მათ გაშვებისას აირჩევთ რეჟიმს Try linux without installing.
გაუშვით ლინუქსის Live CD (ანუ ჩადეთ ლინუქსის შესაბამისი ლაზერული დისკი კომპიუტერის CD-ROM-ში, გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით იგი ლაზერული დისკიდან). შედით ტერმინალში. მიეცით ბრძანება:
sudo mount /dev/sda1 /mnt
(აქ და ქვემოთ ნავარაუდებია, რომ ლინუქსი აყენია კომპიუტერის პირველი მყარი დისკის პირველ დანაყოფზე (ანუ /dev/sda1-ზე), ვინდოუსი კი - იგივე მყარი დისკის მეორე დანაყოფზე (ანუ /dev/sda2-ზე). თუ ეს ასე არ არის, ზემოთ მოყვანილ ბრძანებაში შეცვალეთ /dev/sda1 სწორი დასახელებით. იხ. განმარტებები ამ პოსტში. )
ამის შემდეგ კი მიეცით ბრძანება:
sudo grub-install --root-directory=/mnt /dev/sda
ამის შემდეგ გადატვირთეთ კომპიუტერი (Live CD ამოიღეთ CD-ROM-დან). არჩევის ტექსტი ამჯერადაც არ გამოჩნდება, მაგრამ სამაგიეროდ არა ვინდოუსი, არამედ კომპიუტერზე არსებული ლინუქსის პროგრამა ჩაიტვირთება. შედით აქ ტერმინალში და მიეცით ბრძანება:
sudo update-grub
დახურეთ ტერმინალი და გადატვირთეთ კომპიუტერი. ამჯერად კი უნდა გამოჩნდეს წარწერა, რომელიც ლინუქსსა და ვინდოუსს შორის არჩევანს გთავაზობთ.
სულ ეს არის - თქვენ უკვე ორმაგი ჩატვირთვის სისტემა გიყენიათ. ერთადერთი განსხვავება ზემოთ აღწერილი სისტემისგან ისაა, რომ ლინუქსის "საძირკველ" დირექტორიაში /windows ქვედირექტორია არ არსებობს. თუ გინდათ, ლინუქსიდან ვინდოუსის დანაყოფში "შეხვიდეთ", საჭიროა მისი (ანუ ვინდოუსის დანაყოფის) "მიმაგრება" (mount) ლინუქსის ფაილების სისტემაზე. ამისთვის ტერმინალში მიეცით ბრძანება:
sudo mount /dev/sda2 /mnt
ამის შემდეგ ფაილების მენეჯერით გადადით /mnt დირექტორიაში და ვინდოუსის დანაყოფის ყველა ფოლდერი და ფაილი იქ დაგხვდებათ.
გამოსადეგი დამატებითი რესურსები ინტერნეტში:
- ორმაგი ჩატვირთვის ხერხები და პრობლემების გადაჭრა აბანტუში
- Startup მენიუს კონფიგურაციის შეცვლა თანამედროვე აბანტუში
linuxis dayenebas viwyeb ese 1:swap 6gb 3gb maq rami 2: 10 gb / anu rogorc gavige es igiveaa rac windows is c diski 3:home 40 gb dgeba linuxsi uproblemod mara me maq problema d diskis sheqmnas ro viwyeb miwers ragac faili ar moidzebnao
ReplyDelete