ტერმინოლოგია

ამ ბლოგში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ტერმინალი - პროგრამა, რომელიც ლინუქსის გრაფიკული ინტერფეისის მენიუებში მოხსენიებულია როგორც Terminal ან Console. მასზე "დაწკაპვით" კომპიუტერი გადადის ე.წ. "ბრძანებათა რეჟიმში" (Command-line interface). ანუ იხსნება ფანჯარა (ან მთლიანად მუქი ეკრანი), სადაც ციმციმებს კურსორი და კლავიატურიდან შეყვანილი ნებისმიერი ტექსტი აღიქმება shell ან bash ენაზე დაწერილ ბრძანებად. კლავიატურის Enter კლავიშის დაჭერა იწვევს მის წინ შეყვანილი ბრძანების შესრულებას. ტერმინალში გზის გასარკვევად წაიკითხეთ ეს პოსტი, ეს პოსტი და ნახეთ ეს გვერდი.

რეპოზიტორი - პროგრამების ინტერნეტ-საწყობი (repository), საიდანაც ლინუქსის სისტემაში მომუშავე კომპიუტერს იოლად შეუძლია დამატებითი პროგრამების ჩამოტვირთვა და დაყენება. რეპოზიტორების ჩამონათვალი, რომელისაც კონკრეტული კომპიუტერი იყენებს, როგორც წესი, ჩაწერილია ფაილში /etc/apt/sources.list . შესაძლებელია ფაილის რედაქტირება და რეპოზიტორების შეცვლა ან დამატება.

No comments:

Post a Comment